პროექტი სახელი_დაბინძურებული მდინარე ,,აბაშა“შველას ითხოვს
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან დაბინძურებულ მდინარესა და მიმდებარე მიწებს.მოხდება მდინარისა და მიმდებარე მიწების დასუფთავება,საფეღბურთო მოედნის მოწყობა, ეკოლოგიურად სუფთა წყლის საბანაოდ გამოყენება.
პროექტის სრული აღწერა:
მინი ლექცია თემაზე:დაბინძურებული მდინარე აბაშის შესახებ.
რა იწვევს წყლის მნიშვნელოვან დაბინძურებას?
რა შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებულმა მდინარემ და მიმდებარე ტერიტორიამ?
დაბინძურების რა წყაროები შეიძლება ახდენდეს ზემოქმედებას წყლის სისუფთავეზე?
რა არის მათთვის ცნობილი დაბინძურებული მდინარის შესახებ?
მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ,გაგვეკეთებინა პროექტი თემაზე:დაბინძურებული მდინარე ,,აბაშა“შველას ითხოვს.
კლასს ვყოფ ჯგუფებად(3 ჯგუფი)
მოსწავლეთა ჯგუფებს მასწალებელი აძლევს დავალებებს:
ყოველი ჯგუფი შეაგროვებს საკვლევ საგანთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
I_ჯგუფის დავალება.
შეისწავლონ საიდან იღებს ეს მდინარე სათავეს.
აღწერონ ესაზღვრება თუ არა მდინარე სხვა დასახლებულ ადგილებს.
გამოიკვლიონ რაში გამოიყენება მდინარის სიახლოვეს მდებარე მიწები.
განსაზღვრონ დაბინძურების რა წყაროები შეიძლება ახდენდეს ზემოქმედებას წყლის სისუფთავეზე.
II_ჯგუფის დავალება.
ჯგუფი შეისწავლის მდინარის სანაპირო ზოლს.
აღწერს შესწავლილ უბანს,ითვალისწინებს მდინარის სიახლოვეს არსებული ყველა შესაძლო წყაროს:დასახლებულ პუნქტს,საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ობიექტებს.
შეისწავლის დაბინძურების წყაროს და ნაგავსაყრელის როლს.(მცირეა თუ დიდი,დროებითია თუ მუდმივი,ხანგრძლივად მოქმედი თუ ახლახანს წარმოშობილი,და ა.შ)
III_ჯგუფის დავალება.
ჯგუფი მოახდენს გამგეობის ან მერიის ინფორმირებას შესაბამისი დახმარების მოთხოვნით.
პრობლემისა და მისი სავარაუდო შედეგების ინფორმაციის გავრცელებას განცხადების სახით.
მოაწყობენ პირად შეხვედრებს მონაწილეების მსურველებთან.
ყველა ჯგუფი დავალებას წარმოადგენს პრეზენტაციის სახით:
მდინარისა და მიმდებარე მიწების დასუფთავება მოსახლეობასთან ერთად.
ტერიტორიის დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის მომზადება.
დასუფთავებისათვის საჭირო დღის შერჩევა.
მონაწილეთა ასაკი:9_10 წლის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობები:5 თვე.
მიზნები/მოსალოდნელი შედეგი:
მდინარისა და მიმდებარე მიწების დასუფთავება.
მდინარის მიმდებარე მიწებზე საფეღბურთო მოედნის მოწყობა.
ეკოლოგიურად სუფთა წყლის საბანაოდ გამოყენება.
სამუშაო ენა:ქართული ენა
პროექტის ფასილიტატორი:იზა სართანია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:izasartania79@gmail.com